Saturday, October 8, 2011

ჩემი ბოლო პოსტი

აწი ბლოგს აღარასოდეს გავაკეთებ.. არც არაფერს დავწერ... ამას კი მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ამ დროის გადალახვაში დამეხმაროს. და გადახარშვაში. განა რამე სხვის. უბრალოდ ჩემივე სიდებილის. და დღეში სამჯერ დილას, შუა დღეს საღამოს წავიკითხო. რომ ყველაფერი კარგად გავიაზრო.. და სისულელეებს შევეშვა. დაიმახსოვრე სამი რამ. 1) მას არ უყვარდი.. მას უბრალოდ მოსწონდი. ეგ იყო და ეგ. 2) შენი ბრალი არაა. უბრალოდ ისაა მხდალი. იმის მაგივრად, რომ პირდაპირ ეთქვა, რომ არ უყვარხარ , შენ დაგაბრალა ყველაფერი.. რომ ეს შენი ბრალი იყო. 3) გახსოვს ის დღეები რომ გაიგნორებდა? უბრალოდ აინტერესებდა რამდენად კარგად იქნებოდა შენს გარეშე.. და მიხვდა რომ არაფერი უჭირდა და მერე უბრალოდ ყველანაირი ახსნის გარეშე ადგა და მიგაბლოკა.. ლოლ. ახლა მითხარი ასეთI ადამიანისთვის ღირდა იმის გაკეთება რაც გააკეთე? ღირდა?... არა!!!! დებილი იყავი დებილი. ძალიან დებილი. ფეხებზე ეკიდე ყოველთვის.. რაც არის არის რაა.. უბრალოდ დაიკიდე :D და მოგეშვება. ახალ კომპიუტერზე გადაგცვალა:) ეგ იყო მაგისთვის უფრო მნიშვნელოვანი. ლოლ და გგონია დიდხდანს ინაღვლებს შენს გამო? ადგება და ახალს იპოვის.. კიდევ ერთ შენნაირს.. და მოყვება, რომ ის აცოცხლებს.. რომ სანამ მას შეხდებოდა მანამ მკვდარი იყო და ა.შ. ისევ მგზნებარედ შეიყვარებს, დაიჭრის ხელებს მის გამო. შენ კიდევ აღარც გაგიხსენებს :D სულ დაავიწყდები.. თითქოს არც არსეობდი.. ან ზიზღით გაგიხსენებს.. და ვაიმე რა კარგია, რომ მოვიშორე აზრებით :D დაიიიიკიიიიდეეეეეეეეეეეეეეეეეეე

...

Time...